მთავარისიახლეებიპოლიტიკური ოპოზიციის გაჩუმება საქართველოს ძალიან შემაშფოთებელი მიმართულებით წაიყვანს - რიში ნიკა გვარამიას...

პოლიტიკური ოპოზიციის გაჩუმება საქართველოს ძალიან შემაშფოთებელი მიმართულებით წაიყვანს – რიში ნიკა გვარამიას დაკავებაზე

Published on

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის გავლენიანი რესპუბლიკელი წევრი ჯიმ რიში ნიკა გვარამიას დაპატიმრების ფაქტს ტვიტერის ქსელში ეხმიანება.

“ნიკა გვარამიას, ქართული მედიასაშუალების – მთავარი არხის დირექტორს, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პოლიტიკური ოპოზიციის გაჩუმება საქართველოს ძალიან შემაშფოთებელი მიმართულებით წაიყვანს. კანონის უზენაესობა და თავისუფალი პრესა აუცილებელია დემოკრატიისთვის”,-წერს ჯიმ რიში.

ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.

სიახლეები

არანაირი ვაჭრობა პატიმრებით არ იქნება! – ელენე ხოშტარიას პასუხი ციხიდან

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი მძევლებით ვაჭრობა და “ოცნების” რუსული რეჟიმის ამით გამოძრომა არ...

გალის ყოფილი ე.წ. გამგებელი საბანაოდ ზღვაში შევიდა და ნაპირზე არ გამოსულა [video]

შავი ზღვის სოხუმის აკვატორიაში  გალის ყოფილი ე.წ. გამგებლის, ასევე აფხაზური თვითგამოცხადებული მინისტრთა საბჭოს ყოფილი...

პროკურატურის მოთხოვნით, ღარიბაშვილის პროცესი 12 თებერვლამდე გადაიდო – ადვოკატი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების უკანონოდ ლეგალიზაციისთვის ბრალდებული ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც...

ზუგდიდში დენის დარტყმის შედეგად თურქეთის მოქალაქე გარდაიცვალა

ზუგდიდში, თბილისის ქუჩაზე, მუშა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით ელექტრო გაყვანილობის სამუშაოებს 30...