მთავარისიახლეებიუკრაინის ცნობით, ლუჰანსკსა და დონეცკში მძიმე ბრძოლები გრძელდება

უკრაინის ცნობით, ლუჰანსკსა და დონეცკში მძიმე ბრძოლები გრძელდება

Published on

უკრაინის ცნობით, ლუჰანსკისა და დონეცკის რეგიონებში, ფრონტის ხაზზე, რომელიც რამდენიმე ასეულ კილომეტრზეა გადაჭიმული, ბრძოლები გრძელდება. ბრძოლა ასევე გრძელდება აღმოსავლეთით მდებარე რეგიონებში, რომელთა საზღვრების გარღვევასაც რუსული ძალები ცდილობენ.

მძიმე ბრძოლა ორ ადგილას მიმდინარეობს: ლუჰანსკში, ინდუსტრიული ქალაქების გარშემო და დონეცკის ჩრდილოეთით, ქალაქ სლოვიანსკის ზოგიერთ სოფელში.

“მტერმა თავისი ძირითადი ძალისხმევა დონეცკის მიმართულებით მიმართა… და იზიუმში თავმოყრილი ძალების დახმარებით შეტევისთვის ემზადება,” – განაცხადეს უკრაინის გენერალურ შტაბში.

უკრაინის გენერალური შტაბის თქმით, რუსულმა ძალებმა იზიუმის ირგვლივ გამაგრება დაიწყეს, რათა უფრო სამხრეთისკენ წასულიყვნენ, რის გამოც შაბათ-კვირას, ამ მხარეში მძიმე ბრძოლები იყო. გენშტაბი აღნიშნავს, რომ სამი ფრონტის რეგიონში – ლიმანში, ბახმუტსა და კურახივში, რუსული ძალები ბრძოლას აგრძელებენ, მაგრამ სხვა რეგიონში, ავდიივკაში, რუსულმა სამხედრო შენაერთებმა უკან დაიხიეს.

ლუჰანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, ბოლო დაბომბვის შედეგად, ქალაქში ორი ადამიანი დაიღუპა. მისი თქმით, მძიმე დაბომბვა რამდენიმე ქალაქსა და სოფელში იყო, მაგრამ რუსული ძალები იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ სევეროდონეცკის სამხრეთით მდებარე ქალაქ ბორივსკესთან.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...