მთავარისიახლეებისაგანგებო შეკრება "მერიოტში" - ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე მსჯელობას იწყებს

საგანგებო შეკრება “მერიოტში” – ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე მსჯელობას იწყებს

Published on

საერთო ოპოზიციური შეკრება თბილისი მერიოტში – დღეს, 18 საათზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობისთვის იკრიბებიან. შეხვედრას სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან:

“დღეს 6 საათზე მერიოტში ვიკრიბებით პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება, მედიის წარმომადგენლები და დავსახავთ ზუსტ გეგმას. ის, რომ ბრძოლა თავისუფლებისთვის იქნება, ეს შეიძლება არ იყოს ისეთი ხანმოკლე როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რამხელა მონსტრს ვუპირისპირდებით და ჩვენი ვალია, რომ დავუპირისპირდეთ იმიტომ რომ არ გვაქვს უფლება აქ პუტინის ფარდის მიღმა დავტოვოთ ჩვენი ქვეყანა” ამბობს “დროას” წევრი, ნინო გოგუაძე “დღის სტუმრის” ეთერში.

ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე მსჯელობა, დღეს მას შემდეგ გააქტიურდა და დადგა დღის წესრიგში, რაც მოსამართლის გადაწყვეტილებით ნიკა გვარამია დააპატიმრეს.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...