მთავარისიახლეებიომში კრემლი კოლაფსს განიცდის, უკრაინა ყირიმსა და დონბასს დაიბრუნებს - არესტოვიჩი

ომში კრემლი კოლაფსს განიცდის, უკრაინა ყირიმსა და დონბასს დაიბრუნებს – არესტოვიჩი

Published on

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, ოლექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ რუსეთმა ჯარის მესამედი დაკარგა მხოლოდ იმისთვის, რომ პოპასნაია და ხერსონი აეღო, ლუგანსკის ოლქის საზღვრამდე მიეღწია.

მისი განცხადებით, ეს კრემლის კოლაფსია, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინა ყირიმსა და დონბასს დაიბრუნებს.

“უბრალოდ ვიცი, იქ როგორი თავდაცვა გვაქვს, ვერ გაივლიან, არ ექნებათ საკმარისი ძალა და საშუალება, როგორც არ უნდა გადაისროლონ ეს უბედური რეზერვისტები, რომლებსაც იქ ეძახიან, მოამზადეს – დააგდეს. მომზადების ოთხი დღე. სულ ეს არის. სრული კრახია. და ჩვენ გავაძლიერებთ მათ კოლაფსს, როცა კონტრშეტევაზე გადავალთ. ამიტომ მათ შეუძლიათ კიდევ ორი ​​სოფლის აღება. ეს არაფერს შეცვლის. ასე რომ, ჩვენ ყველაფერს დავაბრუნებთ სახლში უკან, ყირიმისა და დონბასის ჩათვლით”, – თქვა არესტოვიჩმა.

ცნობისთვის, რუსეთი ე.წ. ომის მეორე ფაზის ფარგლებში ცდილობს კონტროლი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილზე დაამყაროს, თუმცა მნიშვნელოვანი წარმატებები არცერთ ფლანგზე არ აქვს.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...