მთავარისიახლეებიEU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში ამის გაკეთება ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია

EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში ამის გაკეთება ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია

Published on

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ლონდა თოლორაია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებას ეხმაურება.

როგორც თოლორაია Facebook-ზე წერს, ამ საქმეში არ რჩება კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივ ჩარჩოს გაცდა.

მისივე თქმით, მაშინ, როცა ქართველი ხალხი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინია, ასეთი ქმედებები ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.

“საქმის მასალებს არ ვიცნობ და ცხადია, ფაქტობრივ გარემოებებს ვერ შევაფასებ. თუმცა, ბუნებრივად ჩნდება კითხვები: რატომ ახლა? რატომ მაინც და მაინც თავისუფლების აღკვეთა?

ნიკა გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს არა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას, არამედ სხვა, ნაკლებად მკაცრ არაერთ სასჯელს – ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს, შინაპატიმრობას.

როცა გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დაწყებიდან რამდენიმე წელია გასული და პირს (რომლის პატიმრობაში ყოფნის საჭიროება ამდენი წელია არ/ვერ იქნა დანახული) უნიშნავ ყველაზე მკაცრ სასჯელს (თავისუფლების აღკვეთას) ცხადია, არ ტოვებ კითხვის ნიშნებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გადაწყვეტილება გაცდენილია სამართლებრივ ჩარჩოს. მით უფრო, გაუგებარია 220-ე მუხლის 2 ეპიზოდიდან ერთზე – თავისუფლების აღკვეთის, ხოლო მეორეზე – ჯარიმის გამოყენება.

ევროკავშირის კითხვარი პირდაპირ გვეკითხება არის თუ არა ქვეყანაში გამამტყუნებელი განაჩენი ჟურნალისტების წინააღმდეგ და არის თუ არა რაიმე ზომები მიღებული უკანონო სამართლებრივი დავებისგან ჟურნალისტების დასაცავად.

მაშინ როცა ქართველი ხალხი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, ამის გაკეთება არის ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი”, – წერს ლონდა თოლორაია.

ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.

სიახლეები

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....

საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება - წინასწარ ცნობილი დღის წესრიგის მიხედვით, ევროპარლამენტარები კენჭს...

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...

ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის – სარჯველაძე რიჟვაძეზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი,...