“ეს რეჟიმის ლპობის ბოლო სტადიაა” – სააკაშვილი გვარამიას დაკავებაზე

0
103

ნიკა გვარამია თავისუფლებისთვის ბრძოლის, შეუპოვრობის, მოუსყიდლობისა და გამბედაობის სიმბოლოა – ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი “მთავარი არხის” დამფუძნებლის დაპატიმრებას.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, “ნიკია გვარამიასთვის გამოტანილი “განაჩენი” სინამდვილეში საქართველოში ხელისუფლების მიმტაცებლების მიერ საკუთარი თავისთვის გამოტანილი განაჩენია.”

“ეს რეჟიმის ლპობის ბოლო სტადიაა… ქართველი ხალხი აუცილებლად გაითავისუფლებს თავს და გაათავისუფლებს ნიკასაც. საქართველო იქნება თავისუფალი და წარმატებული ევროპული ქვეყანა.

ახლა, როგორც არასდროს, ყველა უნდა გაერთიანდეს და ჩვენი წვრილმანი განსხვავება გავწიოთ გვერდით. გამარჯვების ერთადერთი რეცეპტი არის ერთობა. ახლა ცხვირის ჩამოშვების დრო კი არა, ბრძოლის დროა!- წერს სააკაშვილი.

წინა სტატიააშშ-ს საელჩო ნიკა გვარამიას საქმეზე
შემდეგი სტატიალიბერთის ახალი ინიციატივა რეგიონებში – ,,ბიზნეს დიალოგი“ [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური