მთავარისიახლეებიოკუპანტებს ხარკოვიდან ჯარები გაჰყავთ

ოკუპანტებს ხარკოვიდან ჯარები გაჰყავთ

Published on

ოკუპანტებს ხარკოვიდან ჯარები გაჰყავთ. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

“მტერი აგრძელებს სრულმასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. მათი მთავარი მიზანია დონეცკის, ლუგანსკისა და ხერსონის რეგიონების ტერიტორიაზე სრული კონტროლის დამყარება და სახმელეთო დერეფნის სტაბილურობის უზრუნველყოფა დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ყირიმთან.

რუსი აგრესორები აგრძელებენ ბრძოლას აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში. ცეცხლს ხსნიან მთელი კონტაქტის ხაზის გასწვრივ. ყველაზე მეტად აქტიურობენ სლობოჟანსკისა და დონეცკის მიმართულებით. ჯერ კიდევ არსებობს საშიშროება, რომ მტერმა უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე სარაკეტო იერიშები მიიტანოს. ხარკოვის მიმართულებით აქტიური საბრძოლო მოქმედებები არ ჩაუტარებიათ. ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო ხარკოვიდან მათი ჯარების გაყვანის უზრუნველყოფაზე, ოკუპირებული პოზიციებისა და მომარაგების გზების შენარჩუნებაზე”, – აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...