მთავარისიახლეები"აზოვსტალიდან" ევაკუაციაზე რთული მოლაპარაკებები მიმდინარეობს"- ზელენსკი

“აზოვსტალიდან” ევაკუაციაზე რთული მოლაპარაკებები მიმდინარეობს”- ზელენსკი

Published on

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მარიუპოლის “აზოვსტალის” ქარხნიდან ევაკუაციის მომდევნო ეტაპთან დაკავშირებით ძალიან რთული მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

როგორც მან აღნიშნა, ამ პროცესში ჩართულია ყველა, ვინც კი შეიძლება გავლენიანი შუამავალი იყოს.

“ჩვენ არ ვწყვეტთ მცდელობებს, გადავარჩინოთ ჩვენი ხალხი მარიუპოლიდან და “აზოვსტალიდან”. ამჟამად მიმდინარეობს ძალიან რთული მოლაპარაკებები ევაკუაციის მისიის მომდევნო ეტაპზე, რაც მოიცავს მძიმედ დაჭრილებისა და მედიკოსების გაყვანას. საუბარია ადამიანების დიდ რაოდენობაზე. რასაკვირველია, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა მათგანი, თითოეული ჩვენი დამცველი გამოვიყვანოთ. მსოფლიოში ყველა, ვინც შეიძლება იყოს გავლენიან შუამავალი, უკვე ჩართულია შესაბამის მოლაპარაკებებში”, – თქვა ზელენსკიმ.

სიახლეები

ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ „ტელეგრამ“ არხზე წერს. მისი...

ვისაც გვჯერა ევროპული საქართველოსი და არა რუსულ ჩექმის ქვეშ გატრუნულისა, დღეს ყველა ვიქნებით ევროპის მოედანზე! – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ, 9 მაისის მარშს სოციალურ ქსელში ეხმიანება: ვისაც გვჯერა ევროპული...

დონალდ ტრამპმა ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საქმეში შუამავლობა სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას რუსეთსა და...