მთავარისიახლეებივივა მედში მესამე პრეზიდენტთან პირადი ექიმები და დეპუტატები არ შეუშვეს

ვივა მედში მესამე პრეზიდენტთან პირადი ექიმები და დეპუტატები არ შეუშვეს

Published on

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმები, კლინიკა “ვივამედში” მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად არ შეუშვეს. ნიკოლოზ ყიფშიძესა და ოთარ თოიძეს რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ საშვზე უარი უთხრეს.

მათი თქმით, უცნობია ჩატარებული გამოკვლევების შედეგები.

“2 საათის განმავლობაში ვცდილობდი, რაღაც პასუხი გამეგო, მაგრამ ვერაფერი ვერ გავიგე, ასე რომ წავალ მე და დაველოდები იქნებ ვინმემ დამირეკოს მითხრას, როდის შეიძლება ავადმყოფის ნახვა .. არც ის ვიცი ანალიზები გაუკეთეს, არც ის ვიცი როგორ გრძნობს თავს. ექიმის დონეზე ჯერ ვერ მივედი, ჯერ ველაპარაკები კარისკაცებს და ა.შ” – ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე

მიხეილ სააკაშვილის მონახულება ვივა მედში დღეს დეპუტატებსაც სურდათ, თუმცა არც ისინი შეუშვეს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს უარი კონკრეტული არგუმენტების გარეშე უთხრეს. ახლა ისინი სიტუაციის გასარკვევად პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას ცდილობენ.

მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განმარტებებს არ აკეთებს კლინიკის ადმინისტრაცია. ვივამედის დირექტორი მხოლოდ იმას ამბობს რომ ისინი ყველა პაციენტზე ზრუნავენ.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...