მთავარისიახლეებიადამიანი აღარ არსებობს ფაქტობრივად, გაქრა, ასეთი შთაბეჭდილება მაქვს - გიული ალასანია მიხეილ...

ადამიანი აღარ არსებობს ფაქტობრივად, გაქრა, ასეთი შთაბეჭდილება მაქვს – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

Published on

მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია, რომელმაც შვილი გუშინ, კლინიკა “ვივამედში” მოინახულა, ამბობს, რომ მდგომარეობა მძიმეა. მისი აზრით, მიხეილ სააკაშვილს უკვე იმდენი დიაგნოზი და პრობლემა აქვს, რომ ექიმებს პასუხისმგებლობის აღება შეიძლება, გაუჭირდეთ.

“მე რაც ვნახე ეს იყო ძალიან მძიმე შთაბეჭდილება, ადამიანი აღარ არსებობს ფაქტიურად, გაქრა, ასეთი შთაბეჭდილება მაქვს. საერთოდ ძალიან გამხდარი, ძლივს მოძრაობს, ყველაფერი ხდება ძლივს ძლივს. ექიმებმა რა უნდა მითხრან, ისინიც ძალიან შეწუხებულები არიან და უნდათ რომ ეშველოს, მაგრამ მემგონი ვერც კი იღებენ პასუხისმგებლობას, იმდენად ბევრი აქვს მას ეს შედეგი ყველაფრის, დიაგნოზები არის ბევრი, ყველაფერი ერთად მოსავლელია, ამის გამცდილება არ არის უბრალოდ”, – თქვა გიული ალასანიამ.

ცნობისთვის, დღეს მიხეილ სააკაშვილის მონახულება სურთ “ემპათიას” წევრებსა და მის პირად ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძეს, თუმცა უცნობია, მიეცემათ თუ არა მათ ამის შესაძლებლობა.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...