დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განახლებაში ნათქვამია, რომ უკრაინა აგრძელებს კონტრშეტევას ხარკოვის ჩრდილოეთით. უწყების ცნობით, მათ დაიბრუნეს რამდენიმე ქალაქი და სოფელი, რომლებიც რუსეთის საზღვრის მიმართულებით იყო.
“რუსეთის მიერ დონბასში ოპერაციების პრიორიტეტულობამ ხარკოვის ოლქში განლაგებული ელემენტები დაუცველი დატოვა მობილური და უაღრესად მოტივირებული უკრაინული კონტრშემტევი ძალების მიმართ”, – წერს ბრიტანეთის დაზვერვა.
დაზვერვა ასევე წერს, რომ დანაკარგების გამო, რუსეთმა ხარკოვის რეგიონიდან გაიყვანა ქვედანაყოფები, რათა რეორგანიზება მოახდინოს და ძალები შეავსოს.
“აღდგენის შემდეგ, ეს ძალები, სავარაუდოდ, განლაგდებიან მდინარე სივერსკის დონეცკის აღმოსავლეთ სანაპიროზე, შექმნიან ბლოკირებულ ძალას, რათა დაიცვან მთავარი რუსეთის ძალების კონცენტრაციის დასავლეთ ფლანგი და მარშრუტები იზიუმის მიდამოებში ოპერაციებისთვის”, – წერს დაზვერვა.
დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ ხარკოვის ოლქიდან რუსული ძალების გაყვანა “მდუმარე აღიარებაა” იმის, რომ “რუსეთი ვერ ახერხებს დაიპყროს უკრაინის ძირითადი ქალაქები, სადაც ისინი მოსახლეობის მხრიდან შეზღუდულ წინააღმდეგობას ელოდნენ”.