მთავარისიახლეებიპუტინი არც ჰიტლერია და არც სტალინი, სამწუხაროდ, ის უფრო საშიშია - პოლონეთის...

პუტინი არც ჰიტლერია და არც სტალინი, სამწუხაროდ, ის უფრო საშიშია – პოლონეთის პრემიერი

Published on

პოლონეთის პრემიერი, მატეუშ მორავიეცკი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უფრო საშიშია, ვიდრე მე-20 საუკუნის დიქტატორები – ადოლფ ჰიტლერი და იოსებ სტალინი იყვნენ. ამ თემაზე ის ბრიტანული გაზეთის, The Telegraph-ის სტატიაში საუბრობს.

“პუტინი არც ჰიტლერია და არც სტალინი, სამწუხაროდ, ის უფრო საშიშია. მის ხელთ უფრო მომაკვდინებელი იარაღია, მას ასევე ხელთ აქვს მედია მისი პროპაგანდის გასავრცელებლად”, – თქვა მან.

მისი აზრით, პუტინის “რუსკი მირის” იდეოლოგია მე-20 საუკუნის კომუნიზმისა და ნაციზმის ტოლფასია.

მორავიეცკი ამბობს, რომ პუტინის რეჟიმის “ამაზრზენი იდეოლოგია” წარმოადგენს “სასიკვდილო საფრთხეს მთელი ევროპისთვის” და ის მთლიანად უნდა აღმოიფხვრას. მან გააფრთხილა დასავლეთი, რომ თუ პუტინს არ შეაჩერებენ, ომი მალე მთელ ევროპას მოიცავს.

“როგორც ოდესღაც გერმანია დაექვემდებარა დენაციფიკაციას, დღეს რუსეთისა და ცივილიზებული სამყაროს ერთადერთი შანსი არის “დეპუტინიზაცია”. თუ ჩვენ დაუყოვნებლივ არ ჩაერთვებით ამ ამოცანის შესრულებაში, ჩვენ არამარტო უკრაინას დავკარგავთ, არამედ ასევე დავკარგავთ ჩვენ სულს, თავისუფლებაას და სუვერენიტეტს”, – წერს მორავიეცკი თავის სტატიაში.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...