მთავარისიახლეებიპრორუსულმა ფრაქციამ უკრაინის რადაში, არსებობა შეწყვიტა

პრორუსულმა ფრაქციამ უკრაინის რადაში, არსებობა შეწყვიტა

Published on

მეხუთე კოლონა მიჰყვება ბატონის სამხედრო ხომალდს! – ასე გამოეხმაურა რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო რადას ფრაქცია “ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის” (OPZZH) დაშლას.

ფრაქციამ დღეს ოფიციალურად შეწყვიტა არსებობა. ფრაქციის ლიკვიდაციის შესახებ უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან პირველმა ვიცე-სპიკერმა ალექსანდრე კორნიენკომ გამოაცხადა.

მისი თქმით, ფრაქცია ოფიციალურად დაიშალა, რადგან წევრების რაოდენობა 17 დეპუტატზე ნაკლებია.

“ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის” საქმიანობის შეჩერების შესახებ ოფიციალურად რადამ 14 აპრილს განაცხადა.

20 მარტს უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ მთელი რიგი პოლიტიკური პარტიების საქმიანობა შეაჩერა. მიზეზი მათი რუსეთთან კავშირები გახდა.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...