მთავარისიახლეებიფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერმა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირეს

ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერმა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირეს

Published on

ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას. ამით ქვეყანა ტრადიციულ, ნეიტრალურ სტატუსზე უარს ამბობს.

“ნატო-ში გაწევრიანება გააძლიერებს ფინეთის უსაფრთხოებას. როგორც ნატოს წევრი, ფინეთი გააძლიერებს მთელ თავდაცვის ალიანსს. ფინეთმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ნატოში გაწევრიანებას. ვიმედოვნებთ, რომ ამ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ეროვნული ნაბიჯები სწრაფად გადაიდგმება მომდევნო პერიოდში. რამდენიმე დღეში”, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ამ საკითხის განხილვა ფინეთსა და მის მეზობელ შვედეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. მოსკოვი დაიმუქრა, რომ ზომებს მიიღებდა, თუ ჰელსინკისა და სტოკჰოლმის მთავრობები ნატო-ს შეუერთდებოდნენ.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა გუშინ ფინეთსა და შვედეთს სამხედრო მხარდაჭერა აღუთქვა.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...