მთავარისიახლეებინიკა გვარამიას მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია - NGO-ები

ნიკა გვარამიას მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია – NGO-ები

Published on

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პოლიტიკური განაჩენის მოლოდინშია – “რუსთავი 2-ის” საქმეზე, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.

ნიკა გვარამია დარწმუნებულია, რომ მოსამართლე კრიტიკული მედიისა და მედიამენეჯერის გასაჩუმებლად, პოლიტიკურ დაკვეთას შეასრულებს.

სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ რეალურად დანაშაული არ არსებობს და ნიკა გვარამიას მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორება ხორციელდება.

“ნიკა გვარამიას მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე რა თქმა უნდა, არის პოლიტიკურად მოტივირებული, ამის თქმის საფუძველს ძალიან ბევრი გარემოება იძლევა, ერთია ის, რომ დანაშაული არ არსებობს ზოგადად და ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს საკმაოდ კვალიფიციური, სანდრო დასკვნა, მათ შორის ჩვენი პარტნიორების მიერ გაცემული. ეს არის შემთხვევა, როცა ნიკა გვარამიას, როგორც “ქართული ოცნებისთვის” პოლიტიკურად და მისი საქმის გამო მიუღებელი პირის მიმართ ხორციელდება ანგარიშსწორება სისხლის სამართლის წესით”, – თქვა GDI-ის თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილმა.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის თქმით, პოლიტიკური პროცესების ფონზე ამ საქმის განხილვა და მოსამართლის ინტერესთა კონფლიქტი სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს.

ნიკა გვარამიას საქმე – მოსამართლემ გადაწყვეტილება დღეს არ გამოაცხადა

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...