მთავარისიახლეები"კმაყოფილი ვარ ამ ფაქტით და იმედი მაქვს, მისი გამოკვლევა მოხდება" - გიული...

“კმაყოფილი ვარ ამ ფაქტით და იმედი მაქვს, მისი გამოკვლევა მოხდება” – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის “ვივა მედში” გადაყვანაზე

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის კლინიკა “ვივა მედში” გადაყვანით კმაყოფილია და იმედოვნებს, რომ მის შვილს ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდება.

“გუშინ ღამე, მოგეხსენებათ, ჩვენი საზოგადოების ნაწილს აღმოაჩნდა ასეთი იუმორის გრძნობა, მთელი ღამე გვეთამაშნენ, ხან მიგვიყვანეს, ხან წამოგვიყვანეს და ასე გავატარეთ ღამე. ერთი ადამიანი კიდევ, პარლამენტის ტრიბუნიდან “ტიპად” იხსენიებს ადამიანს, რომლის წყალობითაც დღემდე არსებობს ქართული სახელმწიფოებრიობა. ასეთ მძიმე რეალობაში ვართ სამწუხაროდ.

ბოლოს და ბოლოს, გადაიყვანეს ჩემი შვილი “ვივამედში”. კმაყოფილი ვარ ამ ფაქტით და იმედი მაქვს, რომ მოხდება მისი გამოკვლევა, ვნახოთ… დანარჩენი არაფერი ვიცი, როგორ იქნება ჩვენი შეშვება-არშეშვება. ალბათ მიიღებენ რაღაც გადაწყვეტილებას და ჩვენს გაგვაგებინებენ”, – თქვა გიული ალასანიამ.

კითხვას – რჩება თუ არა ძალაში ოჯახის მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით, გიული ალასანიამ ასე უპასუხა: “რჩება, თვითონ ექიმების დასკვნი საფუძველზე. ეს ჩემი აკვიატება არ არის”, – თქვა მან

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...