მთავარისიახლეებიგიული ალასანია შვილთან შეხვედრას ელოდება - "ვივა მედს" მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე კომენტარი...

გიული ალასანია შვილთან შეხვედრას ელოდება – “ვივა მედს” მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია

Published on

უკვე რამდენიმე საათია მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივა მედშია გადაყვანილი, თუმცა ისევ უცნობია როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის და რა სამედიცინო დახმარებას უწევენ მას კლინიკის ექიმები.

არც პენიტენციურს, არც იუსტიციასა და არც ვივა მედის ექიმებს, ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ. მესამე პრეზიდენტის შესახებ ინფორმაცია არც მის ექიმსა და დედას აქვს, რომელიც ვივა მედთან იმყოფება და შვილთან შეხვედრის მოლოდინშია:

“ექიმებისგან ვისმენ, რომ აქ არ არის გამოცდილება, რომელსაც მოითხოვს მისი დაავადებები. 9 არის უკვე დიაგნოზი და ამიტომ არის საჭირო მისი გადაყვანა და იმ უცხოეთშიც ყველა კლინიკაში არ ხდება. რჩება მოთხოვნა, რომ უნდა გადაიყვანონ” ამბობს გიული ალასანია.

გიული ალასანიამ შესაბამისი მოთხოვნით, რომ შვილის ნახვის უფლება მიეცეს, იუსტიციის სამინისტროს მიმართა, თუმცა იმის გამო, რომ დღეს უქმე დღეა და სამინისტრო ისვენებს, მოთხოვნას სავარაუდოდ ვერ განიხილავენ. იგივე მიმართა უწყებას გაუგზავნა მიხელ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემაც, თუმცა პასუხი არც მას მიუღია.

სიახლეები

პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზები – ზურაბიშვილი EU-ს წევრი ქვეყნების დიპლომატებს და ოპოზიციას ხვდება

ოლიგარქის პარტიის მასობრივი რეპრესიები, ხალხზე ძალადობის სერია, დრაკონული კანონები, ციხეში გამოკეტილი ჟურნალისტები და პოლიტიკოსები...

მოვითხოვთ მზია ამაღლობელის და სხვა 52 პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას – რასა იუკნევიჩიენე

მოვითხოვთ მზია ამაღლობელის და სხვა 52 პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, - ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი,...

არალეგიტიმურ პარლამენტში ახალი ოპოზიციური გაერთიანება შეიქმნა

ივანიშვილმა არალეგიტიმურ პარლამენტში ახალი ოპოზიციური გაერთიანება შექმნა. ამიერიდან " ქართული ოცნების" ოპონენტი არალეგიტრიმურ საკანონმდებლო...

მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 19 წლის სტუდენტი 5 000 ლარით დააჯარიმა

მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 19 წლის სტუდენტი 5 000 ლარით დააჯარიმა. ვახტანგ ხვინთელანს 13 იანვრის...