მთავარისიახლეებიქართველი ახალგაზრდა პოლონეთში, ცოცხალი აღმოჩნდა

ქართველი ახალგაზრდა პოლონეთში, ცოცხალი აღმოჩნდა

Published on

ქართველი ახალგაზრდა პოლონეთში, რომელიც ოჯახის ინფორმაციით მოკლული იპოვეს, ცოცხალია. ცოტა ხნის წინ, გაირკვა, რომ 22 წლის ბექა ტაბაღუა დაჭრილია და საავადმყოფოშია მოთავსებული. ინფორმაცია ოჯახს იქ მყოფმა ქართველმა ემიგრანტებმა შეატყობინეს.
როგორც გაირკვა, დაჭრილი ტაბაღუა ქუჩაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და სასწრაფო გამოიძახეს, მისი მობილური ტელეფონის საშუალებით კი ბოლო აკრეფილ ნომერზე დარეკეს და უთხრეს, რომ ახალგაზრდა ქუჩაში გარდაცვლილი იყო. სწორედ ამან შეიყვანა შეცდომაში ტაბაღუას ოჯახი.
მას შემდეგ კი რაც ემიგრანტები გადმოსვენების პროცედურებისთვის პროზექტურაში მივიდნენ, მათ იქ ტაბაღუას ცხედარი ვერ ამოიცნეს და საავადმყოფოში დაიწყეს მოძიება. აღმოჩნდა, რომ ქალაქ ზიმოვას საავადმყოფოში, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და დანით, გულ-მკერდის არეში ჭრილობები აქვს მიყენებული

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...