მთავარისიახლეებიკიდევ ერთხელ მოვუწოდებ "ოცნებას", გონს მოეგონ და მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში სამკურნალოდ დროულად...

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ “ოცნებას”, გონს მოეგონ და მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში სამკურნალოდ დროულად გადაიყვანონ – კობა ნაყოფია

Published on

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, კობა ნაყოფია “ქართულ ოცნებას” კიდევ ერთხელ მოუწოდებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამკურნალოდ საზღვარგარეთ, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და სასწრაფოდ საჭიროებს ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას.

“მივედით იმ ზღვრამდე, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე საყურადღებო კი არ არის, როგორც ჩვენ ვეუბნებოდით ჯერ კიდევ იანვარ-თებერვალში, არამედ ახლა სასწრაფოდ ჩარევას და სერიოზულ სამედიცინო დახმარებას გულისხმობს. როგორც ვხვდები, საქართველოში მისი მკურნალობა შეუძლებელი იქნება. ამიტომ, კიდევ ერთხელ, რჩევას ვაძლევ, მოვუწოდებ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას, რომ გონს მოეგონ და დროზე გადაიყვანონ ის სამკურნალოდ უცხოეთში, სპეციალურ დაწესებულებაში”, – თქვა კობა ნაყოფიამ.

სიახლეები

ქუთაისში პოლიციის შენობას ესროლეს

ქუთაისში, არაყიშვილის ქუჩაზე მდებარე იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმართულებით ისროლეს - ფაქტს შსს...

თსუ და ტექნიკური უნივერსიტეტი ერთიანდება-სამინისტრო

"ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ქართული ოცნების“...

ევროპარლამენტის გაფართოების შემდეგ ტალღაში საქართველო ვერ მოხვდა

ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, ევროდეპუტატებმა ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგია დაამტკიცეს. დოკუმენტს კენჭი რამდენიმე...

მოკლული მასწავლებლის საქმეზე შესაძლოა, დაკავებულების რიცხვი გაიზარდოს

მოკლული მასწავლებლის საქმეზე შესაძლოა, დაკავებულების რიცხვი გაიზარდოს - დღეს პროკურორმა დაადასტურა, რომ გიგა ავალიანის...