მთავარისიახლეებიდღევანდელ სასამართლოზე განხილვის საგანი შეიძლება იყოს მიხეილ სააკაშვილისთვის ექსპერტიზის ჩატარების საკითხი -...

დღევანდელ სასამართლოზე განხილვის საგანი შეიძლება იყოს მიხეილ სააკაშვილისთვის ექსპერტიზის ჩატარების საკითხი – ადვოკატი

Published on

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, დღევანდელ სასამართლოზეც შეეცდებიან წამოწიონ მიხეილ სააკაშვილისთვის, სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების საკითხი:

“როგორც ჩანს, სასამართლო ელოდებოდა იმ შეთავაზებას რაც გუშინ გაჟღერდა. დღევანდელ სასამართლოზე განხილვის საგანი შეიძლება იყოს მიხეილ სააკაშვილისთვის ექსპერტიზის ჩატარების საკითხი, ვინაიდან გუშინ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა არ ისურვა ამ საკითხის განხილვა და გაიქცა. შესაბამისად, ჩვენ შევეცდებით ეს საკითხი დღევანდელ სასამართლოზეც წამოვწიოთ” ამბობს საძაგლიშვილი

სასამართლოში იმყოფება ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანიც. მისი თქმით, მზად არიან წარსდგნენ სასამართლოს წინაშე და დეტალურად ისაუბრონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, თუმცა უცნობია მიეცემა თუ არა ექსპერტებს ამის საშუალება.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტრომ გუშინ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა ვივა მედში გადასვლა შესთავაზა გამოკვლევებისთვის. მესამე პრეზიდენტი თანახმაა , თუმცა გარკვეული დათქმებით. როგორც ადვოკატი განმარტავს, ეს არ არის წინაპირობები და პრივილეგიები და მიხეილ სააკაშვილი ითხოვს იმას, რისი უფლებაც ყველა პატიმარს აქვს. დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, იუსტიციის მინისტრის შეთავაზების პასუხად, მესამე პრეზიდენტის წერილობითი პოზიცია უკვე ჩაბარდა პენიტენციურს წერილობით.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...