მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, დღევანდელ სასამართლოზეც შეეცდებიან წამოწიონ მიხეილ სააკაშვილისთვის, სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების საკითხი:
“როგორც ჩანს, სასამართლო ელოდებოდა იმ შეთავაზებას რაც გუშინ გაჟღერდა. დღევანდელ სასამართლოზე განხილვის საგანი შეიძლება იყოს მიხეილ სააკაშვილისთვის ექსპერტიზის ჩატარების საკითხი, ვინაიდან გუშინ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა არ ისურვა ამ საკითხის განხილვა და გაიქცა. შესაბამისად, ჩვენ შევეცდებით ეს საკითხი დღევანდელ სასამართლოზეც წამოვწიოთ” ამბობს საძაგლიშვილი
სასამართლოში იმყოფება ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანიც. მისი თქმით, მზად არიან წარსდგნენ სასამართლოს წინაშე და დეტალურად ისაუბრონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, თუმცა უცნობია მიეცემა თუ არა ექსპერტებს ამის საშუალება.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტრომ გუშინ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა ვივა მედში გადასვლა შესთავაზა გამოკვლევებისთვის. მესამე პრეზიდენტი თანახმაა , თუმცა გარკვეული დათქმებით. როგორც ადვოკატი განმარტავს, ეს არ არის წინაპირობები და პრივილეგიები და მიხეილ სააკაშვილი ითხოვს იმას, რისი უფლებაც ყველა პატიმარს აქვს. დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, იუსტიციის მინისტრის შეთავაზების პასუხად, მესამე პრეზიდენტის წერილობითი პოზიცია უკვე ჩაბარდა პენიტენციურს წერილობით.