მთავარისიახლეებიბრიტანეთმა და შვედეთმა თავდასხმის შემთხვევაში ურთიერთდახმარებაზე შეთანხმება გააფორმეს

ბრიტანეთმა და შვედეთმა თავდასხმის შემთხვევაში ურთიერთდახმარებაზე შეთანხმება გააფორმეს

Published on

დიდი ბრიტანეთი და შვედეთი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმდნენ, რომელის მიხედვითაც მხარეები ვალდებულები იქნებიან ერთმანეთს სხვადასხვა გზით დაეხმარონ, თუ რომელიმე ქვეყანა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება.

ამ თემაზე ორი ქვეყნის პრემიერების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

ჯონსონმა განმარტა, რომ პაქტი შეიძლება გულისხმობდეს დაზვერვის ინფორმაციის გაზიარებას ან ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებას.

“ეს არის შეთანხმება, რომელიც ამტკიცებს იმ ღირებულებებს, რომლებსაც ფლობენ როგორც შვედეთი, ასევე დიდი ბრიტანეთი”, – თქვა ჯონსონმა.

შვედეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის თქმით, ის “უპასუხებს” თუ შვედეთი გადაწყვეტს განაცხადის შეტანას ნატო-ში გაწევრიანებაზე: “ევროპის ამ ნაწილში დაძაბულობა გაიზარდა ბოლო წლებში რუსეთის აგრესიის გათვალისწინებით უკრაინის მიმართ”.

ჯონსონმა განაცხადა, რომ თუ შვედეთს თავს დაესხმებიან ნატო-ში გაწევრიანების პროცესში, ბრიტანეთი მას დაეხმარება.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...