მთავარიUncategorized"ვაი, რა ბოძი (არ) წაიქცა" ანუ ზუგდიდელები "დამიწების" მოლოდინში

“ვაი, რა ბოძი (არ) წაიქცა” ანუ ზუგდიდელები “დამიწების” მოლოდინში

Published on

✍ დურუ რურუა

ფოტოები ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებშია გადაღებული – ისეთებზე, სადაც უამრავი ადამიანი გადაადგილდება, უამრავი კი იმ ბოძების სიახლოვეს ცხოვრობს, რომლებსაც ფოტოებზე ხედავთ და რომლებზეც გვინდა, მოგითხროთ. 

რამდენჯერ გადაითხარა ბულვარი, სხვადასხვა ქუჩები, რამდენი ტრაქტორის ძრავი დაქოქა, რამდენი ლიტრი “სალიარი” დაილ… უკაცრავად, დაიხარჯა, რამდენმა ქარმა დაუბერა, მაგრამ ეს ბოძები ისევ ბოძობენ და მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით არ წაქცეულან. 

მაგრამ კოკა წყალზე ტყდება და ბოძი კიდევ, ქარში ეცემაო, ძველი ქართული სიბრძნე ამბობს, თუმცა, როგორც ჩანს, მერიის კეთილმოწყობის სამსახურს, სადაც ერთ მუშაზე სამნახევარი ბრიგადირი მოდის, როგორც ჩანს, ძველი ქართული სიბრძნისა არ სჟერა – რას გააწყობ, კაცია და გუნება…

მარცხენა ფოტოზე რომ ბოძია, ლაღიძის ქუჩაზეა და, როგორც სამეგრელოში იტყვიან, “მუდგარენ, ჯგირ ვაულამუ (კარგს არაფერს აპირებს)”… – კაი მთვრალივით ბარბაცებს ყოველი ქარის დროს და მავთულებს იმ ძმაკაცებივით უჭირავს, მთვრალ მეგობარს რომ კისერზე გადაადებინებენ ხელს და სახლისკენ წაყვანას დაუპირებენ…

აი, მეორე, მარჯვენა ფოტოზე კი, უკვე “დაბერებული” ელექტრობოძი დგას, რომელსაც თითქოს, მუხლებმა უღალადა და ჩაიკეცა, მაგრამ არ წაქცეულა… ეს უკვე თამარ მეფის ქუჩაა, ადრინდელ საკონსერვო ქარხანასთან. 

იმედია, დროზე მიეხედება ამ პრობლემას, თორემ ურმის გადაბრუნების შემდეგ გზის დანახვა მერე გვიან იქნება, ბატონო მერო…

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...