მთავარისიახლეები"ყველა უნდა გადარჩეს" - უკრაინის ხელისუფლება "აზოვსტალიდან" დაჭრილი ჯარისკაცებისა და ექიმების გამოყვანაზე...

“ყველა უნდა გადარჩეს” – უკრაინის ხელისუფლება “აზოვსტალიდან” დაჭრილი ჯარისკაცებისა და ექიმების გამოყვანაზე მუშაობს

Published on

უკრაინის ხელისუფლება მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნიდან დაჭრილი ჯარისკაცებისა და ექიმების გამოყვანის პროცედურაზე მუშაობს – წერს უკრაინული მედია უკრაინის ეროვნული გვარდიის სარდლობის განცხადებაზე დაყრდნობით, რომელშიც ვკითხულობთ:

„უკრაინის პრეზიდენტი პირადად და ყველა სახელმწიფო ლიდერი ცდილობს მოძებნოს აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესაძლებლობა და გააგრძელოს მუშაობა დაჭრილი ჯარისკაცების, მედიკოსებისა და სამხედროებისთვის „გამოყვანის“ პროცედურის გამოყენებაზე, მათ შორის, მსოფლიო საზოგადოების დახმარებით.” – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ამჟამად ქალაქს იცავს:

“აზოვის” პოლკი;
უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-12 ბრიგადა;
36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადა;
მესაზღვრეები;
პოლიცია;
მოხალისეები;

“ისინი ყველანი გმირები არიან. ყველა უნდა გადარჩეს და ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომელიც უნდა გადაიჭრას არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ საერთაშორისო დონეზეც!”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ეროვნული გვარდიის განცხადებით, აქტიური საომარი მოქმედებების პირობებში მათ არ აქვთ უფლება გაამჟღავნონ სამხედრო და ჰუმანიტარული ოპერაციების დეტალები და პირობას დებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების გადასარჩენად

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...