მთავარისიახლეებიყოველ ნახვაზე არის უარეს მდგომარეობაში, რაც რთული საყურებელია - ედუარდ სააკაშვილი მამაზე

ყოველ ნახვაზე არის უარეს მდგომარეობაში, რაც რთული საყურებელია – ედუარდ სააკაშვილი მამაზე

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღეს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა მოინახულა. მისი თქმით, მდგომარეობა წინა ნახვასთან შედარებით, უარესია. ედუარდ სააკაშვილმა პოზიტიურად შეაფასა იუსტიციის სამინისტროს შეთავაზება “ვივა მედში” გამოკვლევებისთვის გადაყვანაზე:

“ყოველ ნახვაზე არის უარეს მდგომარეობაში, წინა ნახვასთან შედარებით, რაც არის რა თქმა უნდა რთული საყურებელი. ამ ეტაპზე პოზიტიური სიგნალია, რომ შესთავაზეს გადასვლა. ვნახოთ რას გამოუწვევს, რა შედეგამდე მივა ეს, მაგრამ ეს არის უკვე პოზიტიური ნაბიჯი. მე როგორც ვიცი ის აპირებს, რომ დათანხმდეს”, – ამბობს ედუარდ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი შეთავაზებას დათანხმდა, თუმცა არა დღეს, იმიტომ, რომ დღეს ის ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ოჯახის წევრებს პირველად შეხვდა.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...