მთავარისიახლეებიპოლიტიკური ტემპერატურის გაზრდას გამოიწვევდა და თავი შევიკავე - სერგეენკოს განმარტება, რატომ არ...

პოლიტიკური ტემპერატურის გაზრდას გამოიწვევდა და თავი შევიკავე – სერგეენკოს განმარტება, რატომ არ მოინახულა მიხეილ სააკაშვილი

Published on

“მე ჩავთვალე, რომ ეს პოლიტიკური ტემპერატურის გაზრდას გამოიწვევდა და ამიტომ შევიკავე თავი” – ასე ხსნის “ქართული ოცნების” ექიმი დეპუტატი, დავით სერგეენკო გადაწყვეტილებას, თხოვნის მიუხედავად, არ შესულიყო და არ მოენახულებინა მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში.

“ჩემი სპეციალობა იმედია არ დასჭირდება არც ერთ ადამიანს და მათ შორის, არც მიხეილ სააკაშვილს, მე ანესთეზიოლოგი-რეანიმატოლოგი ვარ. რაც შეეხება ჩემს შესვლას, მე ჩავთვალე, რომ ეს პოლიტიკური ტემპერატურის გაზრდას გამოიწვევდა და ამიტომ შევიკავე თავი, ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე ადამიანს, სააკაშვილი იქნება თუ ვინმე სხვა იქება გვარად, ჯანმრთელობისადმი გულგრილი ვარ, არავითარ შემთხვევაში. ერთად დასხდნენ, შეჯერდნენ არგუმენტებში, შეჯამებები რაიმე კონსენსუს გადაწყვეტილება მიიღოს და მე გიდასტურებთ, რომ არანაირი წითელი ხაზი აქ არ არსებობს, რომ მიიღოს ის რაც სჭირდება. ახლა არის უბრალოდ პოლიტიკური მოწოდებებით…იქნებ და არ სჭირდება ამ ადამიანს საზღვარგარეთ მკურნალობა მოდი ექიმებმა გადაწყვიტონ ეს ყველაფერი”, – დავით სერგეენკო

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა, “ოცნების” ექიმ დეპუტატებს, დავით სერგეენკოსა და დიმიტრი ხუნდაძეს მოუწოდა, მასთან ციხეში შესულიყვნენ ყოველგვარი პოლიტიკური საკითხების გარეშე და შეეფასებინათ მისი ჯანმრთელობა, თუმცა “ოცნების” ექიმებმა უარი თქვეს სწორედ პოლიტიკური მოტივებით.

სიახლეები

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....

საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება - წინასწარ ცნობილი დღის წესრიგის მიხედვით, ევროპარლამენტარები კენჭს...

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...

ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის – სარჯველაძე რიჟვაძეზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი,...