მთავარისიახლეებიმიხეილ სააკაშვილს გაუკეთდება შეთავაზება რომ გაყვანილ იქნეს კლინიკა ვივა მედში - ბრეგაძე

მიხეილ სააკაშვილს გაუკეთდება შეთავაზება რომ გაყვანილ იქნეს კლინიკა ვივა მედში – ბრეგაძე

Published on

იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს კლინიკა “ვივა მედში” გამოკვლევებისთვის გადაყვანას შესთავაზებს. განცხადება ცოტა ხნის წინ, მინისტრმა ბრეგაძემ გააკეთა:

“ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობიანი სახელმწიფო, ვმოქმედებთ ყოველთვის ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამისად, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით, გაუკეთდება შეთავაზება რომ გაყვანილ იქნეს კლინიკა ვივა მედში, სადაც მას ჩაუტარდება გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობა” – განაცხადა ბრეგაძემ

გარდა ამისა, ბრეგაძის მტკიცებით, მესამე პრეზიდენტი ციხის ექიმების მიერ დანიშნული წამლებიდან, მხოლოდ ნაწილს იღებს, შერჩევით.

ბრეგაძისთვის გაუგებარია ენმ-ს ინიციატივაც მიხეილ სააკაშვილის თავდებობაზე:

რომელ სამართლებრივ მექანიზმზე საუბრობს ეს ხალხი, ადამიანი არის მსჯავრდებული საკუთარი გადაწყვეტილებით უარს ამბობს მედიკამენტების ნაწილის მიღებაზე, ასევე იკვებება შერჩევითად. შესაბამისად იმისთვის, რომ არ ჰქონდეს სხვა გართულებები, გაუკეთდება შეთავაზება, რომ გადაყვანილ იქნას ვივა მედში – ამბობს ბრეგაძე.

რაც შეეხება უცხოელი ექიმების ჩართვის ინიციატივას, რომლითაც თამარ კორძაია გამოვიდა, ბრეგაძე ამბობს, რომ პაციენტზე უნდა ისაუბროს მხოლოდ ექიმმა და არა პოლიტიკოსებმა:

“ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ თუკი ადამიანი არის პაციენტი, მის ჯანმრთელობაზე, მკურნალობაზე, უნდა ისაუბრონ ექიმებმა და არა პოლიტიკოსებმა. საინტერესოა თამარ კორძაიას რა სამედიცინო განათლება აქვს? – ამბობს ბრეგაძე

სიახლეები

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...

უკრაინული მიწის დათმობა მშვიდობის სანაცვლოდ – ეს უბრალოდ აბსტრაქტული სიტყვებია. პუტინი დონბასზე ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ კიევის ოკუპაცია გადაწყვიტა-ზელენსკი

"უკრაინისთვის დახმარების გაწევის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება არცერთი ევროპული ქვეყნის ინტერესებში არ შედის, რადგან საქმე...