მთავარისიახლეებიმიხეილ სააკაშვილი თანახმაა, გამოკვლევებისთვის კლინიკა ვივამედში გადავიდეს

მიხეილ სააკაშვილი თანახმაა, გამოკვლევებისთვის კლინიკა ვივამედში გადავიდეს

Published on

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის კობა ნაყოფიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი თანახმაა გამოკვლევების ჩასატარებლად ვივამედის კლინიკაში გადავიდეს. მესამე პრეზიდენტმა მზაობა შესაბამის პერსონალს უკვე დაუდასტურა.

ნაყოფიას განმარტებით, სააკაშვილმა ვივამედში დღეს გადასვლაზე უარი განაცხადა, რადგან ოჯახის წევრებთან შეხვედრის შესაძლებლობა დღეს ეძლევა.

“მას უკვე აცნობეს, სანამ მე შევიდოდი, რომ ის იქნებოდა გადაყვანილი, უბრალოდ აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომ იქ არ არის საუბარი მის მკურნალობაზე გადაყვანასთან დაკავშირებით, საუბარია მხოლოდ გამოკვლევასთან დაკავშირებით. ანუ მას შესთავაზეს, რომ ვივამედში გადაიყვანდნენ გამოკვლევების ჩასატარებლად და ისევ უკან დააბრუნებდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში, თან შესთავაზეს, რომ ეს უნდა მომხდარიყო დღეს, რაზეც მან უთხრა, რომ დღეს ვერ წავიდოდა, რადგან დღეს ისედაც უიშვიათესი დღეა მისი აქ ყოფნის პერიოდის განმავლობაში, როდესაც მას ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს ოჯახის წევრებს, ამის გამო მოუწია მას ამ შემოთავაზებაზე უარის თქმა”, – თქვა ნაყოფიამ.

იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს კლინიკა ვივამედში გამოკვლევებზე გადაყვანას სთავაზობს.

როგორც მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სააკაშვილს კლინიკაში “საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობა” ჩაუტარდება. ბრეგაძემ ეს შეთავაზება “შესაძლო გართულებების თავიდან არიდების” მიზეზით განმარტა.

სიახლეები

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....

საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება - წინასწარ ცნობილი დღის წესრიგის მიხედვით, ევროპარლამენტარები კენჭს...

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...

ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის – სარჯველაძე რიჟვაძეზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი,...