მთავარისიახლეებირა თქვა პუტინმა - რა უნდა ვიცოდეთ აღლუმზე მისი გამოსვლის შესახებ

რა თქვა პუტინმა – რა უნდა ვიცოდეთ აღლუმზე მისი გამოსვლის შესახებ

Published on

ვლ. პუტინმა ომს „ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება“ უწოდა, მობილიზაცია კი არ გამოაცხადა

გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრით NATO-ს მხრიდან აგრესიის „“წინმსწრები დარტყმა“ განახორციელა. მოლოდინის საწინააღმდეგოდ, მას საყოველთაო მობილიზაცია არ გამოუცხადებია.

„გილოცავთ დიადი გამარჯვების დღეს. როდესაც წყდებოდა სამშობლოს ბედი, მისი დაცვა იყო წმიდათაწმიდა… ამ დღეებში თქვენ იბრძვით ჩვენი ხალხისთვის დონბასში, ჩვენი სამშობლოს, რუსეთის უსაფრთხოებისთვის“ – პუტინმა აგრეთვე ახსენა „გარდასული ბრძოლები“ და „ერთიანი საბჭოთა ხალხი“.

პრეზიდენტმა აგრეთვე გაიხსენა „დასავლეთ სამყაროს ვერშემდგარი შანტაჟი“ და დაასახელა ომის რამდენიმე მიზეზი, მაგრამ დაავიწყდა ეთქვა, რომ რუსული ჯარი უკრაინის საზღვრებთან იმყოფებოდა ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე.

„შარშან დეკემბერში ჩვენ შევთავაზეთ დასავლეთს უსაფრთხოების გარანტიის შეთანხმება და მოვუწოდეთ მათ გონივრული, კომპრომისული გამოსავლის პოვნა. ტყუილუბრალოდ, NATO-ს ქვეყნებმა არ ისურვეს ჩვენი მოსმენა, მათ სხვა გეგმები ქონდათ. ღიად მიდიოდა დონბასში მორიგი სადამსჯელო ოპერაციის და ყირიმში, ჩვენს ისტორიულ მიწებზე შეჭრის მზადება. კიევში ღიად საუბრობდნენ ბირთვული იარაღის შეძენის (!) თაობაზე. NATO-ს ბლოკი აქტიურად ითვისებდა ჩვენს მოსაზღვრე ტერიტორიებს.

საფრთხე იზრდებოდა დღითიდღე და რუსეთმა განახორციელა აგრესიის წინმსწრები დარტყმა. ეს იყო იძულებითი, დროული და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება – სუვერენული და ძლიერი სახელმწიფოს გადაწყვეტილება“, – თქვა მან თავის მიმართვაში.

პუტინმა, ასევე განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აშშ-ში „დაიწყეს საუბრები საკუთარ განსაკუთრებულობაზე, რითიც ამცირებდნენ სხვებს“, აგრეთვე დაადანაშაულა მსოფლიო „რუსოფობიის გაღვივებაში“.

პუტინს არ გამოუცხადებია მობილიზაცია და ომის ოფიციალურად დაწყება, რასაც წინასწარ ვარაუდობდნენ დაზვერვა და ექსპერტები. აღლუმზე არ ყოფილან სხვა ქვეყნის წარმომადგენლები. ეს პუტინმა იმით ახსნა, რომ თითქოს ამერიკელ ვეტერანებს „აუკრძალეს“ მოსკოვში ჩასვლა.

გია მაქაცარია

სიახლეები

რუსეთის ნოვგოროდის ოლქზე იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, საავიაციო სარემონტო ქარხანა დაზიანდა

9 ნოემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის ნოვგოროდის ოლქის ქალაქ სტარაია-რუსაზე იერიში მიიტანა. OSINT-არხების ცნობით, თავდასხმის...

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა 75 წლის ასაკში მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა....

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე...

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...