მთავარისიახლეებიაუცილებელია ჩემი სტაციონარში გადაყვანა თუნდაც დროებით, მაგრამ ეს ვერ იქნება ვერც გლდანი...

აუცილებელია ჩემი სტაციონარში გადაყვანა თუნდაც დროებით, მაგრამ ეს ვერ იქნება ვერც გლდანი და ვერც გორი – მიხეილ სააკაშვილი

Published on

მესამე პრეზიდენტმა რუსთავის ციხიდან მორიგი წერილი გაავრცელა – ის მადლობას უხდის ყველას ვინც გუშინ მის მიმართ ყურადღება გამოიჩინა და თანადგომა გამოუცხადა. მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით ციხის ექიმებიც კი შეშფოთებული არიან და კერძო კლინიკაში გადაყვანაზე თანხმდებიან.

მისი განცხადებით, დაუშვებელია დაუშვებელია ისევ გლდანში ან გორში გადაიყვანონ.

“მადლობა ყველას, ვინც ციხესთან მოვიდა. მეგობრებო, დღეს არ გადავუყვანივარ. რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობას, ციხის ექიმები ყველანი შეშფოთებულები არიან და ყველა ერთ აზრზეა, რომ აუცილებელია ჩემი დაუყოვნებლივ სტაციონარში გადაყვანა თუნდაც დროებით, სანამ შევძლებ ნამდვილ მკურნალობას, მაგრამ ეს ვერ იქნება ვერც გლდანი და ვერც გორი, სადაც ჩემზე განხორციელდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელთა შედეგადაც დადგა ჩემი დღევანდელი მდგომარეობა.

ძალიან მადლობელი ვარ საზოგადოების სოლიდარობის, განვიცდი ბათუმში დაკავებებს. ასევე, მადლობელი ვარ საერთაშორისო თანამეგობრობის მორალური მხარდაჭერის. იმედია, ეს ყველაფერი შედეგებს გამოიღებს”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გუშინაც, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის რუსთავის ციხესთან მისვლის შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, რომ მესამე პრეზიდენტი კლინიკაში გადაჰყავდათ, თუმცა ინფორმაცია არ დადასტურდა. მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება გვიან ღამით მხოლოდ სახალხო დამცველის წარმომადგენელს მისცეს.

სიახლეები

ეს ბიჭები არ არიან დაპატიმრებულები, ესენი არიან ტყვეები -ლიკა გუნცაძე

ივანიშვილის რეჟიმის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე დღეს პროევროპული აქციის დროს დაკავებულების სასამართლო...

სასამართლოზე ირაკლი მიმინოშვილი უჰაერობის გამო ცუდად გახდა

სინდისის პატიმრების პროცესზე შესვენება გამოცხადდა - მიზეზი ერთ-ერთი პატიმრის, ირაკლი მიმინოშვილის შეძლოდ გახდომა გახდა. ირაკლი...

პატივცემულო მოსამართლევ, შეხედეთ ბრალდებულებს, ჯერ არ შეგიხედავთ, ჰგვანან იმ მონსტრებს, როგორადაც მათ ბრალდება გვისახავს? – ცხადაძის ადვოკატი

ბრალდება რომ საუბრობს, დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარეობს საფრთხეო, პროკურორი ვერ მიუთითებს, რაში გამოიხატება ეს საფრთხე......