მთავარისიახლეები9 მაისის აღლუმზე, გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი არ გამოჩენილა

9 მაისის აღლუმზე, გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი არ გამოჩენილა

Published on

მოსკოვში დღეს 9 მაისის აღლუმზე არ გამოჩენილა რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი, ვალერი გერასიმოვი.

პირველ მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის დაიჭრა. Insider Ukraine-ის ცნობით, 30 აპრილს, უკრაინელმა სამხედროებმა იზიუმთან ახლოს რუსული არმიის მოწინავე სამეთაურო პუნქტზე მიიტანეს იერიში, სადაც გერასიმოვიც იმყოფებოდა.

The New York Times-სთან ამერიკულმა წყაროებმა დაადასტურეს, რომ გერასიმოვი აღმოსავლეთ უკრაინაში მართლაც იმყოფებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში, მაგრამ აღნიშნეს, რომ რუსულ ბაზაზე უკრაინის თავდასხმასთან დაკავშირებით მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

გერასიმოვის დაჭრის შესახებ ცნობები ამ დრომდე არ დასტურდება, თუმცა სავარაუდოა, რომ სწორედ ამის გამო ვერ დაესწრო ის სამხედრო აღლუმს.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...