მთავარისიახლეები"რუსი ოკუპანტები ხერსონში 500-მდე ადამიანს სარდაფებში აწამებენ" - უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი ყირიმში

“რუსი ოკუპანტები ხერსონში 500-მდე ადამიანს სარდაფებში აწამებენ” – უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი ყირიმში

Published on

ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში ახლა სარდაფებში 500-მდე ადამიანია, რომლებსაც ოკუპანტები აწამებენ, – ამის შესახებ ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში პრეზიდენტის მუდმივმა წარმომადგენელმა, თამილა ტაშევამ ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენი ინფორმაციით, 500-მდე ადამიანი იმყოფება სარდაფებში, სადაც მათ აწამებენ. ეს ხდება როგორც ხერსონში, ასევე ყირიმის ადმინისტრაციულ საზღვარზე. მაგალითად, ქალაქ ნოვოალექსეეკასა და გენიჩესკში საოკუპაციო ადმინისტრაციებს აქვს აქტივისტებისა და იმ ადამიანების სიები, რომლებიც ყირიმის სამოქალაქო ბლოკადაში ან დონბასის ანტიტერორისტულ ოპერაციაში. მათ სახლებში აკითხავენ და მიჰყავთ, იტაცებენ”, – თქვა თამილა ტაშევამ.

მანვე აღნიშნა, რომ ოკუპანტები ისეთივე სცენარით მოქმედებენ, როგორც ყირიმის დაპყრობისას 2014 წელს.

“ჯერ სამხედროები შემოვიდნენ, შემდეგ საინფორმაციო ველი გაიწმინდა აქტივისტებისა და ჟურნალისტებისგან, შემდეგ ჩატარდა ე.წ. რეფერენდუმი. თავიდან განიხილავდნენ “რეფერენდუმის” სცენარს, ახლა კი განიხილავენ ამ რეგიონის ყირიმთან შეერთებას”, – ამბობს ტაშევა.

ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ოკუპირებულ ყირიმში ფილტრაციის ბანაკები მოაწყო.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....