მთავარისიახლეებიმიხეილ სააკაშვილს სასიკვდილო საფრთხე ემუქრება - Spiegel-ის სტატია

მიხეილ სააკაშვილს სასიკვდილო საფრთხე ემუქრება – Spiegel-ის სტატია

Published on

“მიხეილ სააკაშვილს სასიკვდილო საფრთხე ემუქრება” – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გერმანული გამოცემა Spiegel. გამოცემა ექიმებზე დაყრდნობით წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესებულია, მის ამ დამძიმებულ ვითარებას კი მმართველი პარტიის წევრები დასცინიან და ცინიკურად ეხმაურებიან.

“საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ახლა პატიმრობაშია, ორჯერ შიმშილობდა. ექიმები ახლა მისი გარდაცვალების საფრთხეებზე საუბრობენ. პოლიტიკური ოპონენტები კი ცინიკურად იმეორებენ, რომ სააკაშვილმა გამოჯანმრთელების მიზნით “კვერცხი და ხაჭო უნდა ჭამოს”.

ექიმები საქართველოს ყოფილი მეთაურის გარდაუვალ სიკვდილს შიშობენ. რამდენიმე მედიკოსის თქმით, პატიმრობაში მყოფ, 54 წლის მიხეილ სააკაშვილს, რომლის ჯანმრთელობაც მძიმე მდგომარეობაშია, დროული და სათანადო მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში, სასიკვდილო საფრთხე ემუქრება.

მას შემდეგ, რაც ის პარასკევს, ციხეში გასინჯეს, რამდენიმე დამოუკიდებელმა ექიმმა განაცხადა, რომ მას მთელი რიგი დაავადებები აღენიშნება, მათ შორის კვებითი დარღვევები და ვერნიკეს ენცეფალოპათია, ასევე მძიმე ნევროლოგიური მდგომარეობა. ის დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ თანამედგოვე კლინიკაში, რათა იმკურნალოს “სტრესის ფაქტორებისგან თავისუფლად”. წინააღმდეგ შემთხვევაში მას დემენცია, მრავლობითი ორგანოს უკმარისობა და სიკვდილი ემუქრება.

…ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი ექიმების შეშფოთებას არაერთხელ დასცინეს. ირაკლი კობახიძემ, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ჟურნალისტებს გასულ კვირას უთხრა, რომ “სააკაშვილი მხოლოდ ნაწყენია, რადგან გისოსებს მიღმა მისი ცხოვრების ხარისხი გაუარესდა. ექსპრეზიდენტმა კვერცხი და ხაჭო უნდა ჭამოს და ამის შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება”.

ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ, Amnesty International-მა სააკაშვილის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მოპყრობა “აშკარა პოლიტიკურ ანგარიშსწორებად” შეაფასა. უკრაინის მსგავსად, საქართველოს ისწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ამავე სურვილით მიმართავს NATO-საც” – წერს გამოცემა.

სტატიაში საუბარია 2008 წლის აგვისტოს ომზეც. გამოცემის ცნობით, რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში პოზიციებს დღემდე ინარჩუნებს.

აქვე, ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის თანამდებობის პირი და პრეზიდენტ ზელენსკის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარეა და ის საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2021 წლის ოქტომბერში დააკავეს.

გამოცემა წერს იმასაც, რომ “პროდასავლელი პოლიტიკოსი თავის წინააღმდეგ ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ის პოლიტიკურად მოტივირებულია. უფლებადამცველები საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური ოპონენტების დევნაში ადანაშაულებენ”.

სიახლეები

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია უერთდება დღევანდელ საყოველთაო გაფიცვას

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია უერთდება 15 იანვრის საყოველთაო გაფიცვას და 15:00 საათიდან 18:00 საათამდე წყვეტს მუშაობას. საყოველთაო...

დღეს, 15 საათზე “იფიცება საქართველო”

დღეს, 15 იანვარს, 15:00 საათიდან, დამსაქმებლები და დასაქმებულები საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას იწყებენ. პროტესტის მიზანი...

საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს – ჯო უილსონი

უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები! - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო...

საია პროკურატურას მოუწოდებს, დროულად განახორციელოს ქორიძეზე და გახარიაზე თავდამსხმელთა დევნა

საია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, ეფექტიანი საპროცესო ზედამხედველობის ფარგლებში, დროულად განახორციელოს გიორგი გახარიას და ზვიად...