მთავარისიახლეებივრცელდება ლავროვის ჩანაწერი, სადაც ის ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გამორიცხავს

ვრცელდება ლავროვის ჩანაწერი, სადაც ის ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გამორიცხავს

Published on

ვრცელდება რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი ლავროვის ჩანაწერი, სადაც ის დსთ-ს ქვეყნების დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლებს არაფორმალურ გარემოში ესაუბრება. Guildhall-ის ვებგვერდის ცნობით, ჩანაწერი მათ უკრაინულმა დაზვერვამ გადასცა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საუბრიდან ირკვევა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპაციას თავის გეოპოლიტიკურ მიზნად განიხილავს და იმაზეც მიანიშნებს, რომ შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღიც გამოიყენოს.

“უკრაინა ცნობილი აჩემებაა. ჯერ კიდევ ბჟეზნიკი ამბობდა, რომ რუსეთი უკრაინის გარეშე დიდი არაფერია, უკრაინასთან ერთად კი დიადი “დერჟავაა”. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ასე გაგრძელდეს, რომ ომები და საომარი მოქმედებები თავიდან იქნას აცილებული მუდმივი გეოპოლიტიკური დათმობების ფასად.

მე ერთხელ მკითხეს, გამოიყენებს თუ არა რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს, მე ვპასუხობ, რომ ჩვენ ოპერაციას ვატარებთ ჩვეულებრივი შეიარაღებით, ამ ეტაპზე, ჩვეულებრივი შეიარაღებით”, – ამბობს ჩანაწერის მიხედვით ლავროვი.

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...