მთავარისიახლეებირუსეთი კვლავ გეგმავს, რომ 9 მაისს გამოაცხადოს სრულფასოვანი ომი - შმიგალი

რუსეთი კვლავ გეგმავს, რომ 9 მაისს გამოაცხადოს სრულფასოვანი ომი – შმიგალი

Published on

უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი ამბობს, რომ რუსეთი ისევ გეგმავს 9 მაისს სრულფასოვანი ომი გამოაცხადოს უკრაინის წინააღმდეგ. მისი თქმით, თუ სცენარი ასეთი მიმართულებით განვითარდა, ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება, რომ რუსეთი ეომება ცივილიზებულ სამყაროს.

“ჩვენი პარტნიორების სადაზვერვო ინფორმაციით, რუსეთი კვლავ გეგმავს, რომ 9 მაისს გამოაცხადოს სრულფასოვანი ომი, თუ სცენარი ასეთი მიმართულები განვითარდება, ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება, რომ რუსეთი ეომება ცივილიზებულ სამყაროს. უკრაინა ბოლომდე დაიცავს საკუთარ თავისუფლებას და ქვეყნის სუვერენიტეტს”, – თქვა შმიგალმა.

კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა 5 მაისს უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ 9 მაისს რუსეთი უკრაინას ომს ოფიციალურად გამოუცხადებს. მან ამას “სისულელე” უწოდა.

პესკოვმა, ასევე, უარყო ინფორმაცია, რომ პუტინმა შესაძლოა გამოიყენოს “გამარჯვების დღე” ქვეყანაში საყოველთაო მობილიზაციის გამოსაცხადებლად.

დასავლელი ოფიციალური პირები დიდი ხანია მიიჩნევენ, რომ პუტინი გამოიყენებდა ამ დღის სიმბოლურ მნიშვნელობას და პროპაგანდისტულ ღირებულებას, რათა გამოაცხადოს ან სამხედრო მიღწევა უკრაინაში, ან საომარი მოქმედებების ძირითადი ესკალაცია – ან ორივე ერთად.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....