მთავარისიახლეებიმთავრობამ EU-ს კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა დაასრულა, ევროკომისიას 10 მაისს გადასცემენ

მთავრობამ EU-ს კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა დაასრულა, ევროკომისიას 10 მაისს გადასცემენ

Published on

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა დასრულებულია, თუმცა ის ტექნიკურ ნაწილში მომზადებას საჭიროებს.

როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, ტექნიკურად დამუშავების შემდეგ, დოკუმენტს 10 მაისს ევროკომისიას გადასცემენ.

“გვსურს ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ საქართველომ დაასრულა კითხვარის მეორე ნაწილზეც მუშაობა, აღნიშნული დოკუმენტი მხოლოდ და მხოლო ტექნიკურ ნაწილში საჭიროებს მომზადებას და ჩვენ ვგეგმავთ, რომ 10 მაისისთვის ევროკომისიას საქართველომ გადასცეს ბოლო ნაწილი კითხვარის”, – თქვა დარჩიაშვილმა.

კითხვარის პირველი ნაწილი პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს 2 მაისს გადასცა. მთავრობამ ორივე ნაწილის კითხვები გაასაჯაროვა, პასუხები კი უცნობი დარჩება

სიახლეები

საბერძნეთში ქართველი კაცი პარტნიორის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

სალონიკში 44 წლის ქართველი კაცი დააკავეს, რომელსაც პარტნიორის მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. ბერძნული მედიის ცნობით,...

“ ჯილდოს ვიღებ ყველა პოლიტპატიმრის სახელით, რომლებიც უსამართლოდ იხდიან სასჯელს” – მზია ამაღლობელის სიტყვა

ჯილდოს ვიღებ ყველა პოლიტპატიმრის სახელით, რომლებიც უსამართლოდ იხდიან სასჯელს" - ამის შესახებ ევროპარლამენტში წერილი...

საკონსტიტუციოში წარვადგინეთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრება პარტიების აკრძალვაზე-საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინეს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება...

ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალურ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ქალი გარდაიცვალა

ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალურ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი, კლინიკაში გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.ავტომობილი...