მთავარისიახლეებიდონალდ ტუსკიმ მიხეილ სააკაშვილი როტერდამის ყრილობაზე მიიწვია და სიტყვით გამოსვლა სთხოვა

დონალდ ტუსკიმ მიხეილ სააკაშვილი როტერდამის ყრილობაზე მიიწვია და სიტყვით გამოსვლა სთხოვა

Published on

ევროპის სახალხო პარტიის ხელმძღვანელი დონალდ ტუსკი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს როტერდამში, პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლას სთხოვს. ამის შესახებ ნათქვამი იყო წერილში, რომელიც მესამე პრეზიდენტს საპატიმროში მისმა თანაგუნდელმა, ეკა ხერხეულიძემ გადასცა.

მიხეილ სააკაშვილი დონალდ ტუსკს ასე პასუხობს:

“დღეს მივიღე დონალდ ტუსკის წერილი. ევროპის ყველაზე დიდი პარტიის, სახალხო პარტიის სახელით, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი გავლენა ევროკავშირის სტრუქტურებში ყველა დონეზე. მოწვევა მათ ყრილობაზე როტერდამში მაისის ბოლოს. ისინი მთავაზობენ ჩასვლას და გამოსვლას სიტყვით.

მე არ მახსენდება სხვა პრეცედენტი, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსი ასე დემონსტრაციულად მიეწვიათ. ეს ნიშნავს, რომ მათ არ ავიწყდებათ არამხოლოდ უკრაინა, არამედ საქართველოც და ორივე ქვეყნის კონტექსტში მეც. ჩემთვის ეს დიდი პატივია.

არ ვიცი, ჩემი ჯანმრთელობა მომცემს თუ არა შესაძლებლობას ამ ყრილობაზე დასწრების და მომცემს თუ არა ამის შესაძლებლობას საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ევროპას ასეთი დიდი მორალური მხარდაჭერისთვის”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ფოტო: რადიო “თავისუფლება”

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...