მთავარისიახლეები15 წლის უკრაინელი გმირის ისტორია | დაჭრილმა გოგომ 30-კილომეტრიანი დანაღმული გზა გაიარა...

15 წლის უკრაინელი გმირის ისტორია | დაჭრილმა გოგომ 30-კილომეტრიანი დანაღმული გზა გაიარა და 4 ადამიანი გადაარჩინა

Published on

15 წლის უკრაინელმა გოგომ, რომელსაც ფეხებში რუსების მიერ ნასროლი რამდენიმე ტყვია მოხვდა, 4 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

ლუგანსკის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ 15 წლის უკრაინელი გოგოს გმირობის შესახებ ისაუბრა.

ქალაქ პოპასნადან ევაკუაციისას მოზარდს რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი ორჯერ გაუხსნეს და ფეხებში 3 ჭრილობა მიაყენეს, თუმცა ამის მიუხედავად, 4 დაჭრილი ზრდასრული, მათ შორის 3 კაცი და 1 ქალი ქალაქ ბახმუტში წაიყვანა.

თავდაპირველად გოგო მგზავრის სავარძელში იჯდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ოკუპანტების თავდასხმის შედეგად მძღოლი დაშავდა, ის საჭესთან დაჯდა და მოძრაობა გააგრძელა.

“ორი კაცი დაიჭრა ნამსხვრევებით, მათგან ერთი ძალიან მძიმედ. საჭესთან უნდა დავმჯდარიყავი და ბახმუტში გადამეყვანა. სასწრაფო დახმარება იყო საჭირო, რომ ბევრი სისხლი არ დაეკარგა”, – ამბობს მოზარდი.

აღსანიშნავია, რომ გზა დანაღმული იყო, თუმცა მან ტერიტორიის უსაფრთხოდ გავლა მოახერა.

“როგორც შემეძლო წავედი. ადვილი არ იყო ჩემთვის, ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ მაინც. ცეცხლში მათ ვერ დავყრიდი”, – თქვა გოგომ.

უკრაინული მედიის ცნობით, ახალგაზრდა გმირის მიერ გავლილი მანძილი დაახლოებით 30 კილომეტრია. მას ახლა შესაბამის დახმარებას უწევენ.

სიახლეები

“იმედი” გაიყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია

მედიაჰოლდინგი 'იმედი" მისმა ძველმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია, მეტიც,...

რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად აშშ-მა ვადა ივნისამდე მოგვცა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულებისთვის შეთანხმების მისაღწევად ივნისამდე...

გარდაბანში ცოლის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარვუდგინეთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის...

სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მძარცველები დავაკავეთ, ზარალი 12.000 ლარია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი...