მთავარისიახლეებიენმ-ის ყოფილი წევრი ანაკლიაში, ზუგდიდის მერის წარმომადგენლის სპეციალისტად დაინიშნა

ენმ-ის ყოფილი წევრი ანაკლიაში, ზუგდიდის მერის წარმომადგენლის სპეციალისტად დაინიშნა

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადრო ცვლილებების ფარგლებში მერის რამდენიმე წარმომადგენელი შეიცვალა. როგორც მერიაში განმარტავენ, მიზეზი ხელშეკრულების ვადის ამოწურვაა.
მიმდინარე ცვლილებების ფარგლებში, ანაკლიაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის სპეციალისტად დავით შელია დაინიშნა, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოს წევრი იყო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”. შელია ამბობს, რომ ის დღესაც ოპოზიციური პარტიის წევრია.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტის წევრი ანა წითლიძე აცხადებს, რომ დავით შელია პარტიის წევრი აღარ არის, წითლიძის თქმით,
დავით შელია 2021 წლის ადგილობირვი თვითმმართველობის არჩევნებისას პარტიული სიის ხუთეულში ყოფნას და საკრებულოს თავმჯდომარეობის პირობას ითხოვდა, უარის შემდეგ კი მიიღო ეს მან ანაკლია, ერგეტა, ორულუ, დიდინეძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობაზე უარი თქვა. ეს კი, გახდა მისთვის პარტიის წევრობის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი:
“კანდიდატურის მოხსნისშმდეგ შელია ავტომატურად აღარ არის პარტიის წევრი”- განმარტა წითლიძემ.

ადამინისტრაციულ ერთეულებში საკადრო ცვლილებების პროცესი დასრულებული არ არის. ცნობილიმხოლოდ ნაწილის ვინაობა:
რუხი – ლევან ფარცვანია;
ახალსოფელი- ზურაბ ჟვანია;
სოფელი ოქტომბერი – პალიკო გეგეჭკორი;
კორცხელი – არჩილ ბერანძე;
ბაში – მერაბ თორდია.
ჯუმი – ჯამბულ ქირია;

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...