მთავარისიახლეები"ქართული ოცნების" დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავენ

“ქართული ოცნების” დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავენ

Published on

“ქართული ოცნების” წევრები რუსთავის ციხეში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულებას აპირებენ. ამასთან დაკავშირებით მედიასთან “ოცნების” დეპუტატმა, სოზარ სუბარმა ისაუბრა:

“დეპრესიული განწყობა, სუიციდალური ქცევა, მადის დაქვეითება, გენერალიზირებული შფოთვა, ა.შ. მე იმედი მაქვს, არანაირ სუიციდიალურ ქცევას არ ექნება ადგილი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, თუმცა, ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ ჯერ კიდევ 2013 წელს, როცა მე ვიყავი სასჯელაღსრულების მინისტრი, ჩვენ დავიწყეთ მართვა სუიციდის პროგრამის ციხეებში, იმედი მაქვს, რომ ეს არ დასჭირედება მიხეილ სააკაშვილს”, – თქვა სუბარმა.

მანვე აღნიშნა, რომ საზოგადოება მალე გაიგებს, როდის იქნება ვიზიტი. სუბარს არ დაუკონკრეტებია, რომელი დეპუტატები აპირებენ მესამე პრეზიდენტის მონახულებას.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...