მთავარისიახლეები"მთავარი არხის" ინფორმაციით, თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს | მიზეზი სავარაუდოდ, ჯანდაცვის მინისტრთან...

“მთავარი არხის” ინფორმაციით, თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს | მიზეზი სავარაუდოდ, ჯანდაცვის მინისტრთან დაპირისპირებაა

Published on

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი სავარაუდოდ, თანამდებობას ტოვებს. “მთავარი არხის” ინფორმაციით, თენგიზ ცერცვაძემ განცხადება ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის პოსტის დატოვებაზე უკვე დაწერა.

მიზეზი ჯანდაცვის ახალ მინისტრთან, ზურაბ აზარაშვილთან დაპირისპირებაა, რაც კულუარული ინფორმაციით, უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება.

“მთავარმა” ინფორმაციის გადამოწმება თავად ცერცვაძესთან სცადა, თუმცა მან არხის კითხვებს არ უპასუხა:

“არ ვთანამშრომლობ თქვენთან, შესაბამისად, არცერთ კითხვაზე არ გიპასუხებთ. იმას კითხეთ, ვინც გითხრათ. არანაირი დაპირისპირება არ მქონია [ჯანდაცვის მინისტრთან]. მივდივარ ახლა იქ [ინფექციურში] სამუშაოდ”, – თქვა თენგიზ ცერცვაძემ.

კონკრეტულად როდის დატოვებს თენგიზ ცერცვაძე დაკავებულ თანამდებობას, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზურაბ აზარაშვილის დანიშვნის შემდეგ, სისტემაში საკადრო წმენდა დაიწყო. თანამდებობა უკვე დატოვა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ.

უცნობია, უკავშირდება თუ არა წმენდა მინისტრის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას, სადაც აზარაშვილმა აღნიშნა, რომ კოვიდპანდემიის დროს დიდი ოდენობით თანხა გაიფლანგა.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...