მთავარისიახლეებიმორიგი უნიჭოდ დადგმული სპექტაკლია - კალაძე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესებაზე

მორიგი უნიჭოდ დადგმული სპექტაკლია – კალაძე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესებაზე

Published on

თბილისის მერი, კახი კალაძე მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს “მორიგი უნიჭოდ დადგმული სპექტაკლია”.

“მე ვფიქრობ, რომ ეს არის მორიგი სპექტაკლი, უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი, მიხეილ სააკაშვილის მიერ. ერთი მინდა დავამშვიდო “ნაციონალური მოძრაობა” რომ მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად მოუწევს სასჯელის მოხდა, მინიმუმ ის, რაც აქვს მისჯილი, დანარჩენი დაველოდოთ სხვა საქმეებზე მიმდინარე გამოძიებას”, – აღნიშნა კახი კალაძემ.

მისივე თქმით, არაა გამორიცხული, მიხეილ სააკაშვილს სხვა საქმეების გამო, სასჯელი გაეზარდოს.

ცნობისთვის, ექსპერტები და ექიმები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უარესდება. ის ცილებს ვერ იღებს რაც კუნთოვანი მასის განლევას, ანორექსიას იწვევს. ექიმები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გააზრებული აქვს, რომ თუ ცილებს არ მიიღებს შედეგი შესაძლოა ფატალური იყოს, თუმცა მას ეს არ შეუძლია. ოჯახი, ექიმთა ნაწილი, ასევე, “ნაციონალური მოძრაობა” ითხოვს, რომ ის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...