მთავარისიახლეები"მდგომარეობა მძიმეა, საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას" - "ემპათიას" ექსპერტები დღეს მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად...

“მდგომარეობა მძიმეა, საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას” – “ემპათიას” ექსპერტები დღეს მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის ციხეში მივლენ

Published on

მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა საგანგაშოა – უკიდურესად დამძიმებული ჯანმრთელობის ფონზე დღეს რუსთავის მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულებაში ცენტრ “ემპათიას” სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი მივა.

კვალიფიციური მედიკოსები აპირებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დეტალურად შეისწავლონ, რის შემდეგაც შესაბამის დასკვნას მოამზადებენ.

ცენტრი “ემპათია” პენიტენციურ სამსახურს მოუწოდებს, არ შეაფერხონ სამედიცინო ჯგუფის ციხეში შესვლა, რადგან მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე შესაძლოა, ნებისმიერ წუთს უმძიმესი შედეგით დასრულდეს.

“ემპათიის ექსპერტთა ჯგუფი გეგმავს ექსპერტიზას და შესაძლებელია, პირდაპირ მივიდეთ მეთორმეტე დაწესებულებაში და მოვითხოვოთ ექსპერტების დაშვება. მისი მდგომარეობა ამჟამად იმდენად მძიმეა, რომ საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია მისი მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება და არ არის გამორიცხული ლეტალური გამოსავალიც”, – ამბობს “ემპათიას” ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...