მთავარისიახლეებისოფელ დარჩელში მოსახლეობა საძოვრების გასხვისებას აპროტესტებს

სოფელ დარჩელში მოსახლეობა საძოვრების გასხვისებას აპროტესტებს

Published on

ზუგდიდის სოფელ დარჩელში ადგილობრივები აქციას მართავენ – მოსახლეობა საძოვრების გაყიდვას აპროტესტებს. მათი თქმით, მიწა ხელისუფლებამ 45-წლიანი იჯარით რუსეთ-საფრანგეთის მოქალაქე ბიზნესმენს გადასცა.

მეიჯარემ საძოვრების დამუშავება უკვე დაიწყო. სამი სოფლის მოსახლეობა ადგილზეა შეკრებილი და ამბობენ, რომ ტექნიკას მუშაობის საშუალებას არ მისცემენ.

მოსახლეობის თქმით, მათი ერთადერთი შემოსავალი ოჯახების სარჩენად მესაქონლეობაა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე არ გამოჩენილან.

ადგილობრივები ითხოვენ, რომ ხელისუფლებამ იჯარა გააუქმოს და საძოვრები სოფელს დაუბრუნდეს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...