მთავარისიახლეებისაქართველოში ცხოვრება კიდევ უფრო გართულდა - ბოსტნეული წლიურად 46%-ით, პურპროდუქტები 28%-ით, შაქარი...

საქართველოში ცხოვრება კიდევ უფრო გართულდა – ბოსტნეული წლიურად 46%-ით, პურპროდუქტები 28%-ით, შაქარი 19%-ით გაძვირდა

Published on

საქართველოში ცხოვრება კიდევ უფრო გართულდა – მძიმე შედეგს საქსტატი აქვეყნებს. ოფიციალური მონაცემების თანახმად,

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 21.3 %-ით არის გაზრდილი, რაც წლიურ ინფლაციში 6.77 %-ს ნიშნავს.

ოფიციალური მონაცემებით, ფასები მომატებულია:
ბოსტნეული და ბაღჩეული – 46.2 %,
პური და პურპროდუქტები – 28.8 %,
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 24.1 %,
ზეთი და ცხიმი – 20.8 %
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 19.3 %,
თევზეული – 18.9 %,
რძე, ყველი და კვერცხი – 18.0 %,
ყავა, ჩაი და კაკაო – 17.6 %,
ხილი და ყურძენი – 14.4 %,
ხორცი და ხორცის პროდუქტები – 10.9 %
საქსტატმა დაადგინა ასევე, რომ ტრანსპორტის ჯგუფში ფასები 22.4 % -ით არის გაზრდილი.

ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (29.1 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (10.8 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.9 პროცენტი);

მოსახლეობას წყალზე, ელ.ენერგიასა და აირზე დაწესებუილი გადასახადებიც გაუძვირდა. აქ, 9.4 პროცენტიანი მატებაა.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ აპრილში ქვეყანაში 12.8%-იანი ინფლაცია იყო.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...