მთავარისიახლეებიმის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა - ჰარცელი მიხეილ სააკაშვილზე

მის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა – ჰარცელი მიხეილ სააკაშვილზე

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა.

“მე არ მაქვს პირველწყაროდან ინფორმაცია სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ და არც ექიმი ვარ, რომ შევაფასო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ შეშფოთებულები ვართ როცა ვეცნობით ანგარიშებს. მის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი, არის სახელმწიფო”, – თქვა კარლ ჰარცელმა.

ექიმები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილს გააზრებული აქვს, რომ თუ ცილის მიღებას არ დაიწყებს შედეგი შეიძლება ფატალური იყოს, თუმცა მას ეს არ შეუძლია. კონსლიუმის წევრებმა განმარტეს, რომ მიხეილ სააკაშვილს ჭამა უნდა, თუმცა ამის საშუალება ფიზიკურად არ აქვს.

ოჯახი, ოპოზიციის ნაწილი, ასევე ექიმები ითხოვენ, რომ მესამე პრეზიდენტი სამკურანლოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ. იხილეთ ასევე:

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...