მთავარისიახლეები"მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის უფლების უზრუნველყოფა" - გია ხარჩილავა პარტიებს აქტიურობისკენ მოუწოდებს

“მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის უფლების უზრუნველყოფა” – გია ხარჩილავა პარტიებს აქტიურობისკენ მოუწოდებს

Published on

მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად, ოპოზიციურ პარტიებს კოორდინაციისკენ მოუწოდებს წალენჯიხის მერი – გია ხარჩილავა ამბობს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა უზრუნველყონ მშვიდობიანი აქციების ორგანიზება საზოგადოების ჩართულობით და აიძულონ ხელისუფლება, ექიმებმა მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური სამედიცინო დახმარება გაუწიონ.

“მხარდაჭერას ვუცხადებთ მიხეილ სააკაშვილის ოჯახს. პოლიტიკურ ჯგუფებს, პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც გააზრებული აქვთ, თუ რამხელა მნიშვნელობის რეალობასთან გვაქვს საქმე, მოვუწოდებ ყველას, იმგვარი აქტიურობისკენ, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა აქტიურობამ, თვითორგანიზებამ, შეუქმნას ხელისუფლებას ის პირობები, რომ სასწრაფოდ იყოს გადაწყვეტილი ეს მნიშვნელოვანი ისტორიული საკითხი – მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის უფლების უზრუნველყოფა”, – ამბობს გია ხარჩილავა.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...