მთავარისიახლეებიჯანმრთელობის გაუარესების გამო მიხეილ საკაშვილი დღეს სხდომას ვერ დაესწრება

ჯანმრთელობის გაუარესების გამო მიხეილ საკაშვილი დღეს სხდომას ვერ დაესწრება

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის პროცესი იწყება. ორივე ადვოკატი სასამართლოში უკვე მივიდა. დღეს მიხეილ სააკაშვილი სხდომას ვერ დასწერება, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას არ აძლევს.ადვოკატ შოთა თუთბერიძის თქმით, პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურეს გაუარესებაში წვლილი პენიტენციურ სამსახურთან ერთად, სასამართლომაც შეიტანა.

“დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილი ვერ ესწრება მხოლოდ იმიტომ, რომ მას სამედიცინო დახმარება არ გაუწია პენიტენციურმა სამსახურმა, მათ შორის ამ საქმეში სასამართლოს აქვს წვლილი შეტანილი. როდესაც ჩვენ მოვითხოვეთ წინა სხდომებზე არაერთხელ სამედიცინო დახმარების გაწევა და სასამართლომ მკვდრადშობილი განჩინებები მიიღო, ძალიან ზოგადი რეგულაციებით, დღეს ვიმკით ამ უმოქმედობის შედეგს სასამართლოს მხრიდან და მოქმედებების შედეგს პენიტენციური სამსახურის მხრიდან. რომელსაც ერთი შედეგი აქვს მხოლოდ, რომ მიხეილ სააკაშვილი როგორც ფიზიკურად, ასევე, პოლიტიკურად იქნეს ნეიტრალიზებული”,- ამბობს ადვოკატი, შოთა თუთბერიძე.

ადვოკატ, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, პროცესზე მათი მთავარი მიზანი იქნება ეცადონ მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატური სამედიცინო სერვისების უზრუნველყოფა დაევალოს პენიტენციურ სამსახურს.

ცნობისთვის, სხდომის პარალელურად საქალაქო სასამართლოს ეზოში მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერები არიან შეკრებილები. მათ ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები წარწერით: “თავისუფლება მესამე პრეზიდენტს”.

 

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...