მთავარისიახლეებიახალი ზელანდია რუსეთს დამატებით სანქციებს უწესებს

ახალი ზელანდია რუსეთს დამატებით სანქციებს უწესებს

Published on

ახალი ზელანდიის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები გამოაცხადა, რომლებიც პოლიტიკური ელიტის წევრებსა და ქვეყნის თავდაცვის სექტორზეა მიმართული.

სანქციების ახალი რაუნდი გულისხმობს სანქციების დაწესებას ფედერაციის საბჭოს 170 წევრისთვის, რუსეთის პარლამენტის ზედა პალატისთვის.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციები ეხება ექვსი კომპანიას და ორგანიზაციას, რომლებმაც წვლილი შეიტანეს უკრაინაზე თავდასხმაში.

“რადგან პრეზიდენტ პუტინის სამხედრო მანქანა თავის უკანონო თავდასხმებს აგრძელებს და სისასტიკეს ავლენს, ჩვენ გადავწყვიტეთ, ამის მონაწილეებს ხარჯები დავაკისროთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს და მზად ვართ პუტინი და მისი მეომრები პასუხისგებაში მივცეთ”. – განაცხადა ნანაია მაჰუტამ.

გასულ თვეს ახალმა ზელანდიამ სანქციები 18 რუსული ფინანსური ორგანიზაციის წინააღმდეგ დააწესა, რომლებიც სავარაუდოდ რუსეთის უკრაინაში შეჭრას აფინანსებენ და რუსეთის მთლიანი საბანკო აქტივების დაახლოებით 80%-ს შეადგენენ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...