ბელგოროდში საწყობი ფეთქდება, უკრაინაში გენერლებს კლავენ – რა ხდება ფრონტის ხაზზე და გარეთ?

0
247

ევროპელი და ამერიკელი ექსპერტები უკრაინაში მიმდინარე საომარი დაპირისპირების დეეტალებზე საუბრისას, სულ უფრო მეტად უსვამენ ხაზს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სწორი მოქწმედების შედეგად ბოლო დროს კარდინალური ცვლილებები შეინიშნება აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტებზე:

უკრაინის არმია ძლიერდება და თითქმის ყოველდღიურად მარაგდება თვითმავალი საარტილერიო მოწყობილობებით, რადიოლოკაციური სადგურებით, ჯავშანსაწინააღმდეგო იარაღით, რასაც რუსეთი ვერაფერს უპირისპირებს, გარდა ავიაციისა და სარაკეტო იერიშებისა, რომელთა მსხვერპლი, ძირითადად, მშვიდობიანი მოსახლეობაა. 

დღევანდელი დღე, 1 მაისი იმითაც იყო გამორჩეული, რომ ცნობილი გახდა კიდევ ერთი რუსი გენერლის მწყობრიდან გამოყვანის შესახებ. გენერალი ვალერი გერასიმოვი, სავარაუდოდ, კარგა ხანს იქნება ბრძოლისუუნარო, რადგან იზიუმში, სამეთაურო პუნქტზე იერიშის დროს დაიჭრა. 

ეს ამბავი ასე მოხდა:

გენერალი გერასიმოვი სწორედ იმ დროს დაიჭრა, როცა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დარტყმა მიაყენეს რუსულ სამეთაურო პუნქტს იზიუმში და რა დროსაც გენერალი სიმონოვი დაიღუპა. სიმონოვი უკვე რიგით მეათე გენერალია, რომელიც უკრაინაში მოკლეს. ამ ათიდან, მინიმუმ, ექვსის სიკვდილი დამოუკიდებელმა უცხოურმა წყაროებმაც დაადასტურეს. 

გენერალი ვალერი გერასიმოვი, რომელიც უკრაინაში გაერთიანებული შტაბის უფროსად ახლახან მიავლინეს, გადარჩა, მაგრამ მძიმედ დაიჭრა. ამ შეტევის დროს შტაბში 40 ოფიცერი იყო, დაწყებული მაიორიდან, პოლკოვნიკის ჩათვლით. ამ დროისთვის ცნობილია, მინიმუმ, 20 დაღუპულის შესახებ.

რაც შეეხება მდგომარეობას ფრონტებზე, ოლექსი არესტოვიჩის თქმით, მას შემდეგ, რაც რუსმა ოკუპანტებმა კიევიდან უკან დაიხიეს და ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების დაცვა დაისახეს მიზნად, წინ ვერ წიწიეს 5 კილომეტრითაც კი, რასაც ვერ ვიტყვით უკრაინის არმიაზე.

დღე არ გავა, არ გამოქვეყნდეს ცნობა, რომ უკრაინის არმიამ რამდენიმე დასახლებულ პუნტქზე კონტროლო დაიბრუნა. მეტიც, უკრაინელები ახლა უკვე კონტრშეტევაზეც ალაპარაკდნენჯ, მაგალითად, ხერსონის მიმაღთულებით. ამ მოლოდინს (კონტრშეტევის) ხელს უწყობს თავად რუსული მედიაც. მაგალითად, დღევანდელი რუსული ჰედლაინებიდან აღსანიშნავია ორი: “ყირიმის ხიდზე მოძრაობა აიკრძალა ტერაქტის საშიშროების გამო” და “დონის როსტოვში თავშესაფრების რემონტი დაიწყეს”.

ასევე, დიდი დავაა იმასთან დაკავშირებით, რა ხდება ბელგოროდში (უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის ქალაქი), სადაც პერიოდულად ხან ნავთობის საცავი იწვის, ხან საბრძოლო მასალების საწყობი ფეთქდება. მაგალითად, დღეს სწორედ საბრძოლო მასალების საწყობი ააფეთქეს, რამაც კიდევ უფრო გაამყარა წარმოდგენა, რომ უკრაინა რუსეთში პარტიზანულ ომს აწარმოებს. და ეს იმის მიუხედავად, რომ უკრაინა დღემდე უარყოფს ბელგოროდის ხანძრებთან და აფეთქებებთან კავშირს. 

აქვე: ეს და სხვა სიახლეები ქართულ ენაზე, უკრაინის სხავადასხვა ფრონტის წინახაზიდან მიღებული, გადამოწმებული ინფორმაცია, ვიდეოები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ტელეგრამ-არხზე, რომელიც ოპერატიულად, 24/7 რეჟიმში მუშაობს ჩვენი მკითხველის ინფორმირებისთვის. გადახედეთ ერთხელ და თავად დარწმუნდებით, რომ ეს არხი აუცილებლად უნდა გამოიწეროთ – გაუგზავნეთ ეს ლინკი მეგობრებს, მოიწვიეთ ისინი და ერთად ვიყოთ ინფორმირებული.

წინა სტატიაექიმები სააკაშვილის გამო დიპ. კორპუსს, აშშ-ის კონგრესს და ევროპის საბჭოს მიმართავენ
შემდეგი სტატიაჯანმრთელობის გაუარესების გამო მიხეილ საკაშვილი დღეს სხდომას ვერ დაესწრება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური